20:11 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-01 09:45:27, 2276 ნახვა

კომენტარი
პროკურორი: გიორგი მამალაძის საბოლოო სიტყვა ძირითადად სიცრუეზე იყო აგებული

ე.წ. ციანიდის საქმეზე დასკვნითი სასამართლო პროცესი დასრულდა.

ჯერჯერობით უცნობია, როდის გამოაცხადებს მოსამართლე განაჩენს. ის მხარეებს აღნიშნულის თაობაზე თანაშემწის მეშვეობით შეატყობინებს.

რაც შეეხება უშუალოდ დღევანდელ სასამართლო სხდომას, პროცესი მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. დღის ბოლოს საბოლოო სიტყვა წარმოთქვა ბრალდებულმა, მამა გიორგი მამალაძემ.

პროკურორ ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, ბრალდებულის საბოლოო სიტყვა მისი ჩვენების ანალოგიური იყო.

„ადვოკატების დაანონსებული ბრალდებულის საბოლოო სიტყვა, რომ თითქოს ის იქნებოდა რაღაც მნიშვნელოვანი და დუმილს დაარღვევდა, იყო მათი მხრიდან მორიგი რეკლამირება, თითქოს რაღაც სიახლის და ახალი გარემოების. აბსოლუტურად იგივე იყო ბრალდებულის ე.წ. საბოლოო სიტყვა, როგორიც იყო მისი ჩვენება. იყო ძირითადად სიცრუეზე აგებული, თითქოს მასზე ზეწოლა მოხდა გამოძიების ეტაპზე, მას 6 ადვოკატი იცავს და თითოეულ პროცესს ესწრებოდა სახალხო დამცველი და მისი წარმომადგენელი. როგორ შეიძლება ვინმემ ისაუბროს რაიმე ზეწოლაზე ბრალდებულის მიმართ. ეს არის სრული სიცრუე. არც გვქონდა მოლოდინი, რომ ახალს იტყოდა. უტყუარი მტკიცებულებების ფონზე, ველოდებით გამამტყუნებელ განაჩენს, ხოლო ადვოკატები თავის მხრივ, ქმნიან ცრუ მოლოდინს, რომ ბრალდებული შეიძლება გამართლდეს. ეს არის წარმოუდგენელი. მხოლოდ ერთი დასასრული შეიძლება ჰქონდეს ამ საქმეს - ეს არის ბრალდებულის დამნაშავედ ცნობა ადამიანი მკვლელობის მომზადებისთვის“, - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.

მისივე თქმით, ბრალდებულმა საბოლოო სიტყვაში მოსამართლეს მიმართა, რომ მას აქვს ბევრი დამსახურება, იყო კარგი სასულიერო პირი და „შეეცადა თავი მსხვერპლად წარმოეჩინა“. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ღარიბაშვილი: სხვა გზა არ დამიტოვეს, რომ წინ არ აღვუდგე ამ ღირსების შემლახავ ბოროტებას
თუ იქნება მოთხოვნა, კიდევ შევიტანთ, თუ ჯვარზე გაგვაკრეს, აღარ მინდა – სოლიდუსის მფლობელი
მიქაუტაძეს ქრთამის სახით აღებული თანხა ლილუაშვილთან კაბინეტში მიჰქონდა - პროკურორი
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics