13:39 - 20 Aug, 2026
|
2017-08-09 10:40:42, 2601 ნახვა
სამართალი
შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის ირანის კიდევ ერთი მოქალაქე დააკავა
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ირანის მოქალაქე, 1990 წელს დაბადებული მ.ქ. ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავეს. უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და კუთვნილი მოპედის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალების 425 აბი ამოიღეს, რაც, ექსპერტიზის დასკვნით, 0,9184 გრამ ბუპრენორფინს შეიცავს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)