22:50 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-09 08:59:50, 2638 ნახვა

სამართალი
მთაწმინდაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მთაწმინდის ფერდობზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიება სსკ-ის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, გუშინ, გვიან ღამით, მთაწმინდის ფერდობზე, ტყის მასივს ცეცხლი გაუჩნდა. 3000 კვ. მეტრამდე ფართობზე გავრცელებული ხანძრის ქრობის პროცესში 70-მდე მეხანძრე-მაშველი და 11 სახანძრო-სამაშველო ტექნიკა იყო ჩართული. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ შს მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ სირაძე.

„რთული რელიეფური მდებარეობის გამო, სახანძრო-სამაშველო ტექნიკის გადაადგილება გართულებული იყო, თუმცა, მეხანძრე-მაშველების ოპერატიული და ეფექტური მუშაობის შედეგად, ხანძრის გავრცელების საშიშროება მალევე აღმოიფხვრა. მიმდებარე ტერიტორიაზე დასახლებულ პუნქტებს საფრთხე არ შექმნია“, - აცხადებენ შსს-ში.

ამ დროისთვის ხანძარი სრულად არის ლიკვიდირებული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics