|
2017-08-05 11:34:41, 2552 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ პოლონეთს მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით მიმართა
მთავარმა პროკურატურამ პოლონეთს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით მიმართა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, გიორგი გრძელიშვილმა განუცხადა. „გუშინ მივმართეთ პოლონეთის მხარეს მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია მედიასაშუალებებში, რომ იგი იმყოფებოდა პოლონეთში. ამ დროისთვის მიმდინარეობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები“, - აღნიშნა გრძელიშვილმა. შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აშშ-დან პოლონეთში გუშინ ჩავიდა. მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სააკაშვილს მოქალაქეობა ჩამოართვა, იგი არც ერთი ქვეყნის მოქალაქე არ არის. თუმცა, ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ პოლონეთში ჩასვლისას მას არავითარი პრობლემები არ შექმნია.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)