|
2017-07-23 10:10:10, 1121 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძემ ახალი სასტუმრო Best Western Plus Batumi გახსნა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩაზე ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო "Best Western Plus Batumi" გახსნა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, 6-სართულიანი სასტუმროს მშენებლობა 2016 წელს დაიწყო. მათივე ინფორმაციით, ახალი სასტუმროსთვის 5,000,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა. მშენებლობაზე 100 ადამიანი იყო დასაქმებული, ხოლო დღეიდან 40-მდე ადგილობრივი კადრი დასაქმებდა. შენობაში განთავსებულია 50 სასტუმრო ნომერი, ლობი ლაუნჯი, კაფე 'Terrace 7 Bar' სასტუმროს ტერასაზე, საკონფერენციო დარბაზი და ღია აუზი. პატარაძის თქმით, მსგავსი პროექტები ხელს შეუწყობს რეგონის განვითარებას. „დღეს ჩვენ ერთად ვზეიმობთ კიდევ ერთ წარმატებულ პროექტს ბათუმში. ძალიან მიხარია, რომ მაღალი კლასის სასტუმრო გაიხსნა. Best Western Plus-ი გემოვნებით შესრულებული ინფრასტრუქტურაა. მინდა მივულცო ყველას. ჩვენ ყოველკვირეულად ვხსნით სხვადასხვა სასტუმროს და ობიექტს. მსგავსი პროექტები ხელს შეუწყობს ჩვენი რეგიონის განვითარებას," - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ. "Best Western Hotels & Resorts მსოფლიოში სასტუმროების ყველაზე დიდ საერთაშორისო ქსელს წარმოადგენს, რომელიც 4200-მდე კერძოდ ოპერირებულ სასტუმროს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში ფლობს. (NS)
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)