|
2017-07-08 10:59:36, 867 ნახვა
რეგიონი
შსს რეგიონებში სტიქიის შედეგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ოპერატიული მართვის ცენტრში, ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულ დატბორვის ფაქტებთან დაკავშირებით, საქართველოს მასშტაბით, სულ 17 შეტყობინება დაფიქსირდა. ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული. უწყების ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის (ხობი) და რაჭა-ლეჩხუმის (ონი) რეგიონებში, ადიდებული მდინარეების, ღელეებისა და ძლიერი წვიმის გამო, საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და ეზოები დაიტბორა. „შსს-ს სამაშველო ჯგუფებმა უკლებლივ ყველა შეტყობინებაზე მყისიერი რეაგირება მოახდინეს. ისინი უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ წყლის ამოტუმბვის სამუშაოებს და ადგილობრივებს საყოფაცხოვრებო ნივთების უსაფრთხო ადგილზე გადატანაში ეხმარებიან. მიმდინარე წლის 7 ივლისს, 18 საათსა და 46 წუთზე, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში შევიდა შეტყობინება, რომ მარტვილში, ადიდებულ მდინარე აბაშისწყალში, 65 წლის მამაკაცი მსხვილფეხა პირუტყვის გამოსაყვანად შევიდა. სახანძრო-სამაშველო ჯგუფი 18 საათსა და 50 წუთზე უკვე შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. უბედური შემთხვევიდან ზუსტად 6 წუთში შსს-ს მაშველებმა და მყვინთავებმა მამაკაცის ცხედარი 10 მეტრის სიღრმიდან ამოიტანეს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მარტვილის რაიონულ სამმართველოში გამოძიება სსკ-ს 115-ე მუხლით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს იფნორმაციაში.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)