15:56 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-06 11:42:30, 2781 ნახვა

რეგიონი
„გვეშინია, ამ უპატრონობის ჟამს რუსები სოფელში არ შემოვიდნენ“ - ბერშუეთის მცხოვრებლები დაცვას ითხოვენ

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მცხოვრებლები ხელისუფლებას საოკუპაციო ძალების თავნებობისგან დაცვას სთხოვენ.

როგორც "ექსპრესნიუსს" ადგილობრივებმა განუცხადეს, ე.წ. საზღვარი, რომელიც ოკუპანეტბმა ორი დღის წინ 400-500 მეტრით გადმოწიეს, სოფლის ბაღებს ორად ჰყოფს.

"ხალხი გაუბედურებულია და მიტოვებული. არავინ არ ინტერესდება რა ხდება სოფლის თავს. პურის ყანები რუსებმა მიიტაცეს. ვერ ვიღებთ მოსავალს. გვეშინია, რომ ასეთი უპატრონობის ჟამს რუსები სოფელში არ შემოვიდნენ", - უთხრა "ექსპრესნიუსს" ბერშუეთის მცხოვრებმა.

ამასთან ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში დაღუპული ქართველის, ალექსანდრე კვიწინაძის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ რუსი ოკუპანტები სასაფლაოდან ერთ კილომეტრში იმყოფებიან.

ისინი ფიქრობენ, რომ სასაფლაო სადაც ქართველი სამხედროა დაკრძალული ოკუპანტების საზღვრებს მიღმა მოექცევა, ამიტომ ცხედარის გადმოსვენებაზე ფიქრობენ.

შეგახსენებთ, 4 ივლისს ოკუპანტებმა გორის რაიონის სოფელ  ბერშუეთის მიმართულებით არსებულ საოკუპაციო ხაზზე, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ახალი ბანერები დაამონტაჟეს, რის შედეგადაც, ადგილობრივების სასოფლო სამეურნეო სავარგული ნაწილობრივ ოკუპაციის ხაზს მიღმა მოექცა.

როგორც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, აღნიშნული წარმოადგენს ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის გაგრძელებას, რომელიც არა მარტო ზღუდავს ადგილობრივი მაცხოვრებლების ფუნდამენტურ უფლებებს, არამედ პირდაპირპროპორციულად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს ადგილზე.

„აღნიშნული საკითხი განსახილველად აუცილებლად დადგება 11 ივლისს ჩანიშნულ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრაზე სოფელ  ერგნეთში“, განაცხადეს სუს-ში.

გარდა ამისა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სოფელ ბერშუეთთან ე.წ. ბორდერიზაციის ქმედებები ივნისის თვეშიც დაფიქსირდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლარსის გამშვებ პუნქტზე რუსი მესაზღვრეები ქართველ მძღოლებს დოკუმენტების სწრაფად მიღებისთვის დიდ გადასახადებს თხოვენ
2025 წელს საქართველოში 13 000-ზე მეტი ახალი სამუშაოს მაძიებელი დარეგისტრირდა
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics