|
2017-07-04 18:07:45, 818 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში შერეული სამთავრობო კომისიის მორიგი სხდომა მიმდინარეობს
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის სხდომა მიმდინარეობს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სხდომას კომისიის თამჯდომარე ზაალ მიქელაძე ხელმძღვანელობს. შეხვედრას ესწრებიან მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებიც. კომისიის წევრები განიხილავენ დღის წესრიგით გათვალისწინებულ სამ საკითხს, კერძოდ: ქობულეთის მუნიციპალიტეტში, დაზარალებული 15 ეკომიგრანტი ოჯახის თამარის დასახლებაში არსებულ ახალ სოციალურ სახლში საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილება. ქობულეთის მუნიციპალიტეტში, მიმდინარე წლის 28-23 აპრილს, ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული 210 შენობის (176-კერძო სახლი და 9 კორპუსი) აღდგენა. აღდგენითი სამუშაოებისათვის გამგეობას შესყიდული აქვს სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია 88 977-ლარზე. ქ. ბათუმში, თამარის დასახლებაში, ბარაკი N-32-ში მცხოვრები, ხანძრის შედეგად დაზარალებული 12 ოჯახის ფინანსური დახმარება, 75 528 ლარის ოდენობით. აღნიშნულ საკითხებს ქობულეთის მუნიციპალიტეტისა და ქ. ბათუმის მერიის წარმომადგენლები წარადგენენ.
(NS)
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)