|
2017-06-19 12:33:42, 700 ნახვა
რეგიონი
გზების დეპარტამენტი მძღოლებს მოუწოდებს, ქუთაისის შემოსავლელსა და სამტრედიის მონაკვეთზე დაწესებულ რეჟიმებს დაემორჩილონ
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი მძღოლებს მოუწოდებს, ქუთაისის შემოსავლელსა და სამტრედიის მონაკვეთზე დაწესებულ რეჟიმებს დაემორჩილონ. ამის შესახებ დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული: „საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, 22 მაისიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი (ქუთაისი-სამტრედიის მიმართულებაზე ) მოძრაობს ძველი თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის გამოყენებით (ქალაქ ქუთაისის გავლით). აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრაობა ხორციელდება ცალმხრივად (სამტრედია-ქუთაისის მიმართულებაზე). აღნიშნულ მიმართულებაზე დაფიქსირდა მრავალი დარღვევა და დაწესებული რეჟიმის დაუმორჩილებლობა, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საავტომობილო გზების დეპარტამენტი გთხოვთ, იმოძრაოთ საავტომობილო წესების დაცვით და დაემორჩილოთ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს. ამჟამად საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესლიძის საავტომობილო გზის ქუთაისის შემოსავლელი–სამტრედიის მონაკვეთზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებების განხორციელება მიმდინარეობს, რომელიც მოიცავს: • გარე განათების ქსელის მოწყობას • ხმაურიანი ზოლების და დამატებითი საგზაო ნიშნების მოწყობას • ვიდეო–სამეთვალყურეო სისტემის მოწყობას სამუშაოების დასრულებისთანავე ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის მონაკვეთზე მოძრაობა აღდგება ორმხრივად და მძღოლები შეძლებენ იმოძრაონ განათებული, კიდევ უფრო უსაფრთხო და გამართული ინფრასტრუქტურით. ამ დროისათვის საავტომობილო მიმოსვლა შსს საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით მიმდინარეობს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)