|
2015-04-03 09:38:02, 437 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტი და პირველი ლედი საქველმოქმედო კონცერტს დაესწრნენ
საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი აუტიზმთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ საქველმოქმედო გალა-კონცერტს დაესწრნენ, ღონისძიებაზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორეც იმყოფებოდა. „მინდა მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ საქველმოქმედო აქციაში და გამოვთქვა რწმენა, რომ ეს თემა კიდევ უფრო გაღრმავდება ჩვენს საზოგადოებაში და უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება ამ ძალიან კეთილი საქმის განხორციელებაში“,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. კონცერტი „განსაკუთრებული ბავშვების“ დასახმარებლად მათი მშობლების მიერ იყო ორგანიზებული, რომელზეც პატრიარქის მიერ შექმნილი ნაწარმოებები შესრულდა. აუტიზმის საერთაშორისო დღეს მსოფლიო ყოველწლიურად 2 აპრილს აღნიშნავს და ქვეყნის სიმბოლოებს ღია ლურჯ ფერად ანათებს. საქართველოც შეუერთდა ამ აქციას და კონცერტის დროს ფილარმონიის გარე ფასადი ლურჯად განათდა.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)