22:23 - 13 Aug, 2026
|
2026-05-13 22:41:57, 9147 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პირველად დაიბარა რუსეთის ელჩი. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა უნგრეთის ახალი მთავრობის პირველ სხდომაზე განაცხადა. “უნგრეთის მთავრობა მტკიცედ გმობს ზაკარპატიეზე რუსეთის თავდასხმას”, - განაცხადა მადიარმა. მან ასევე აღნიშნა, რომ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანიტა ორბანმა თავდასხმასთან დაკავშირებით 14 მაისს, 11:30 საათზე, რუსეთის ელჩი დაიბარა. აღსანიშნავია, რომ ანიტა ორბანის წინამორბედს, პეტერ სიიარტოს რუსეთის მიერ უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე თავდასხმების გამო არასდროს დაუბარებია რუსეთის ელჩი.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)