|
2017-02-22 16:19:15, 2411 ნახვა
ეკონომიკა
გახარია: „ტავ-ჯორჯიასთვის“ მოსაკრებლის გაზრდა, ბილეთის ტარიფზე სერიოზულად არ აისახება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, „ტავ-ჯორჯიასთან“ მოსაკრებლის გაზრდა ბილეთის ტარიფებზე სერიოზულად არ აისახება. როგორც მინისტრმა აღნიშნა, კონტრაქტის ძველ ვარიანტში „ტავ-ჯორჯიას“ უფლება ჰქონდა ფასები ყოველ წელს 2 დოლარით გაეზარდა, ახალი კონტრაქტის პირობებში კი, ამის უფლება მათ აღარ ექნებათ. „“ტავ-ჯორჯიასთან“ მოსაკრებლის გაზრდა არის ოპტიმალური, ახალი ვარიანტი, რომელსაც მივაღწიეთ მათთან კონტრაქტის გადახედვის შედეგად. კონტრაქტის ძველ ვარიანტში „ტავ-ჯორჯიას“ უფლება ჰქონდა ფასები გაეზარდა ყოველ წელს 2 დოლარით. დღეს ახალი კონტრაქტის პირობებში ეს უფლება ჩაკეტილია მხოლოდ და მხოლოდ 2-ჯერ ფასების გაზრდით ორ-ორი დოლარით. შესაბამისად, ფასები შესაძლებელია 20-დან 24-ზე გაზრდის. მე გეუბნებით და გპირდებით, ამას სერიოზული ასახვა ბილეთის ტარიფებზე არ ექნება. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ავღნიშნავ, რომ ეს პოზიტიური ცვლილებაა ძველ კონტრქტთან შედარებით. სამინისტრომ მოლაპარაკების შედეგად მიაღწია იმ შედეგს, რომ დარჩენილ 10 წელიწადში მხოლოდ და მხოლოდ 2-ჯერ გაიზარდოს ფასი. ჩვენ გვქონდა ბიზნესთან შეხვედრა, როცა ამ კონტრაქტზე ვმუშაობდით და ზუსტად ამ ავიაკომპანიებმა კონტრაქტში შეტანილი ცვლილებების შედეგად მიაღწიეს ყველაზე მეტ სარგებელს. ამ კონტრაქტის პირველი ვარიანტი იყო კაბალური“, - განაცხადა გახარიამ.
კობახიძე ღარიბაშვილზე: პრობლემური განცხადებაა, ჩვენთვის არა, თავისთვის
შსს: დავაკავეთ პირი, რომელსაც FBI ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერისთვის ეძებდა
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)