|
2015-04-01 13:43:53, 552 ნახვა
საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრი რეგიონებში გაცნობით შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორის მოადგილე გიორგი პაპავა ქალაქ გორის მერს ზურაბ ჯირკველიშვილს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეები ყოფილ პატიმართა დასახმარებლად და არასრულწლოვნებში დანაშაულის პრევენციის მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. როგორც გიორგი პაპავამ განაცხადა, „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“ ეფექტიანად განხორციელებისთვის, მნიშვნელოვანია როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობა. „ჩვენი ცენტრისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონების ინფორმირება დანაშაულის პრევენციაზე მიმართული პროგრამების შესახებ. გორის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ძირითადი დრო დაეთმო ყოფილი პატიმრების დასახმარებლად ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას. ვიმსჯელეთ იმ თემებზე, თუ როგორ შეიძლება შევქმნათ საერთო რესურსები და სერვისები იმ ადამიანებისთვის, რომლებიც საჭიროებენ ჩვენს თანადგომას“, - განაცხადა გიორგი პაპავამ. ქალაქ გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა დანაშაულის პრევენციის ცენტრის პროგრამებს. „ჩვენ ვისაუბრეთ დანაშაულის პრევენციაზე არასრულწლოვნებში და ასევე, ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის საკითხებზე. ეს პროგრამები სოციალურად ძალიან აქტუალურია. ფაქტია, რომ არსებობენ ასეთი ოჯახები და ადამიანები. მათ უნდა ვუჩვენოთ, რამდენად მნიშვნელოვანები არიან ისინი ჩვენთვის. შევთანხმდით, რომ გავცვლით გეგმებსა და ღონისძიებების ნუსხას, რომ კიდევ უფრო ეფექტიანი იყოს ჩვენი თანამშრომლობა“, - განაცხადა ზურაბ ჯირკველიშვილმა. დანაშაულის პრევენციის ცენტრის წარმომადეგნლებმა ანალოგიური გაცნობითი შეხვედრები გამართეს ხაშურის მუნიციპალიტეტშიც. როგორც ცნობილია, დანაშაულის პრევენციის ცენტრის ერთ-ერთი ძირითადი პროგრამაა ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაცია. პირველი სახელმწიფო პროგრამის მიზანია საქართველოში დანაშაულის რეციდივის თავიდან აცილების ხელშეწყობა, სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობა, მათი დაბრუნება საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად. ცენტრი ასევე მუშაობს არასრულწოვნებში განრიდება-მედიაციაზე, დანაშაულის ჩადენის რისკფაქტორების მატარებელ არასრულწლოვნებთან და ახორციელებს პირველადი დანაშაულის პრევენციასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)