|
2017-02-02 14:27:05, 1997 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ანდრეს მამიკინსი: საქართველოს ვიზალიბერალიზაცია დიდი ხნის წინი უნდა მიეღო
ევროპარლამენტის წევრ ანდრეს მამიკინსის განცხადებით, საქართველოს ვიზალიბერალიზაცია დიდი ხნის წინი უნდა მიეღო. როგორც მამიკინსმა ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე ვიზალიბერალიზაციის საკითხის განხილვისას განაცხადა, საქართველომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მისმა მოქალაქეებმა ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ იმოგზაურონ. "ვთვლი, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაცია აქამდეც უნდა მიეღო, რადგან ქვეყანამ აჩვენა დიდი სწრაფვა ევროპასთან ინტეგრაციის კუთხით. გარდა ამისა, საქართველომ ევროკავშირის მიერ დაწესებული ყველა მოთხოვნა უპირობოთ შეასრულა", - აღნიშნა მამიკინსმა. გარდა ამისა, მამიკინსმა საქართველოს და ქართველ ხალხს მიმართა და გადაწყვეტილებების დაგვიანებით მირების გამო ბოდიში მოუხადა. "მინდა მივმართო საქართველოს მოქალაქეებს, ჩვენს მეგობრებს და პარტნიორებს და ბოდიში მოვუხადო, რომ გადაწყვეტილებების მიღება დაგვიანებით ხდება. საქართველომ მოთმინების დიდი უნარი გამოიჩინა და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ უვიზო მიმოსვლას იმსახურებს", - განაცხადა მამიკინსმა. ცნობისთვის, ევროპარლამენტში საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხს განიხილავენ. პლენარულ სესიას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ესწრება. კენჭისყრა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით რამდენიმე წუთში დაიწყება.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)