|
2017-01-31 15:10:11, 1872 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
პრეზიდენტი: ამჯერად მაინც უნდა მივიღოთ გამართული კანონმდებლობა, სადაც მოქალაქეების უფლებები იქნება დაცული
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ე.წ მოსმენების კანონთან დაკავშირებით მიიჩნევს, რომ უმნიშვნელოვანესია ისეთი მოდელის შემუშავება, სადაც კონტროლის მყარი მექანიზმები უზრუნველყოფილი იქნება. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. "ამ თემას საქართველოს პრეზიდენტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ყოველთვის, ყველა ეტაპზე. თქვენ იცით, რომ აღნიშნულ კანონპროექტს გიორგი მარგველაშვილმა თავის დროზე ვეტოც დაადო, რაც სამწუხაროდ, არ იქნა გაზიარებული და შედეგად მძიმე და სამწუხარო გამოცდილება და რეალობა მივიღეთ. ქვეყნის პირველი პირის აზრით, ამჯერად მაინც უნდა მივიღოთ გამართული კანონმდებლობა, სადაც ერთხელ და სამუდამოდ მყარად იქნება დაცული მოქალაქეების უფლებები და სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესები. პრეზიდენტის აზრით, უმნიშვნელოვანესია ისეთი მოდელის შემუშავება, სადაც უზრუნველყოფილი იქნება კონტროლის მყარი მექანიზმები. ასეთი სტრუქტურის შექმნისას კი, ამოსავალი პრინციპი უნდა იყოს ამ უწყების ანგარიშვალდებულება და ეფექტიანი კონტროლი სამივე სახელისუფლო შტოს - აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო შტოს მხრიდან",-განაცხადა ეკა მიშველაძემ.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)