|
2017-01-31 13:19:36, 1747 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
ნარმანია: ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს ალტერნატიული ფართი გამოეყოფათ
თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს ალტერნატიული ფართი გამოეყოფათ. როგორც ნარმანიამ დედაქალაქის მერიაში მიმდინარე საკოორდინაციო შეხვედრაზე განაცხადა, კომუნიკაცია შედგა ბაზრობების ადმინისტრაციასთან და ფართების გამოყოფასთან დაკავშირებით ინიციატივა სწორედ მათ გამოთქვეს. „ალტერნატიული ფართი გამოეყოფათ, ისინი სამიდან 6 თვემდე, შეღავათიან რეჟიმში, პრაქტიკულად ქირის გარეშე შეძლებენ მუშაობას“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. ცნობისთვის თბილისის მერიაში „ბავშვთა სამყაროს“ შენობაში გაჩენილი ხანძრის საკითხზე საკოორდინაციო თათბირი მიმდინარეობს. თათბირს თბილისის მერი დავით ნარმანია ხელმძღვანელობს. შეხვედრას ესწრებიან: საქართველოს ეროვნული ბანკის, ფინანსთა სამინისტროს, შსს-ს წარმომადგენლები და სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ ადმინისტრაციის წევრები. შეგახსენებთ, ხანძარი „ბავშვთა სამყაროში“ გუშინ ღამის 3 საათზე გაჩნდა. 10 ათასზე მეტი კვადრატული მეტრის ფართობი მთლიანად განადგურდა. ჩამონგრეულია შენობის ნაწილი. ზარალი დიდია, ზიანი1000 -ზე მეტ მეწარმეს მიადგა. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)