|
2017-01-30 15:40:29, 1908 ნახვა
კომენტარი
ელისაშვილი ნარმანიაზე: მოვიდა, დააღო პირი და წავიდა, რომ ადმინისტრაციის ბრალიაო
საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი მთავრობის პასუხისმგებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ „ბავშვთა სამყაროს“ მოვაჭრეებისთვის ბანკებთან მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს. მისივე თქმით, შენობაში გადარჩენილი ქონება ხალხის თანდასწრებით უნდა გამოიტანონ. "პირადი სიძულვილი კი არ მაკავშირებს ნარმანიასთან, ეს კაცი არის ბრიყვი და თანამდებობისთვის შეუფერებელი. პირველი რაც უნდა გაკეთდეს - ქონება დროზე უნდა გამოიტანო და ეს ხალხი უნდა დაამშვიდო, რაც გადარჩა ის დროზე ამ ხალხის თანდასწრებით უნდა გამოიტანო. მეორე, ბანკებთან სასწრაფოდ მერია და სახელმწიფო უნდა ჩადგეს მომლაპარაკებლად, რომ კრედიტებზე პრობლემები არ შეექმნათ. ალტერნატიული ფართი მოიძებნოს და შენობის მდგომარეობა უნდა გაირკვეს, რომ თავზე არ დაემხოს ხალხს. ამის მაგივრად, მოვიდა დააღო პირი და წავიდა, რომ ადმინისტრაციის ბრალიაო“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილი. შეგახსენებთ, რომ ხანძარი სავაჭრო ცენტრში დილის 3 საათისთვის გაჩნდა. ცეცხლი მთელ შენობას მოედო და ის მთლიანად დამწვარია. დაზარალდა ათეულობით ადამიანი, რომლებიც იქ ვაჭრობდნენ.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)