|
2017-01-30 13:43:38, 1981 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ტორბიორნ იაგლანდი: ევროპის საბჭო აფხაზებსა და ოსებთან ნდობის აღსადგენად აქტიურად მუშაობს
ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე მთავარი აქცენტი ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე გააკეთეს. როგორც ტორბიორნ იაგლანდმა განაცხადა, აფხაზეთში ენგურის ხიდზე შექმნილი გადაადგილების პრობლემის მოსაგვარებლად საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებს. მისი თქმით, უკეთესი იქნება თუ მათ მონიტორინგის საშუალება უშუალოდ ადგილზე ექნებათ. იაგლანდის განმარტებით, აფხაზებსა და ოსებთან ნდობის აღსადგენად ევროპის საბჭო აქტიურად მუშაობს. ამასთან, ოკუპირებულ აფხაზეთში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების განადგურებას საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ეთნიკური წმენდის შემადგენელ ნაწილად აფასებს. მინისტრის თქმით, ამ ფაქტის შესახებ მან იუნესკოს წერილი რამდენიმე დღის წინ გაუგზავნა და ამ პრობლემაზე ყურადღების გამახვილება სთხოვა. ცნობისთვის, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ამ წუთებში პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს უმრავლესობასთან და საპარლამენტო ოპოზიციასთან ერთად ხვდება.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)