|
2017-01-28 14:50:42, 2326 ნახვა
პოლიტიკა სამართალი კომენტარი
ბესელია პრეზიდენტის შეწყალებაზე: გარკვეულ სამართლებრივ ხარვეზებს ვხედავ
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, ე.წ კაბელების საქმეზე ბრალდებულების შეწყალების ფაქტი სასიხარულოა, თუმცა გარკვეული სამართლებრივი ხარვეზები არსებობს. დეპუტატის თქმით, მოცემულ ვითარებაში პრეზიდენტის მიერ ექსკლუზიური უფლების გამოყენება შესაძლოა, არამართებული იყოს. „მე, როგორც ადამიანს, მოქალაქეს, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელს, ნებისმიერი ადამიანის ოჯახში დაბრუნება მიხარია, ვინც საპატიმროშია და მგონია, რომ ეს არის ჰუმანური და კეთილი მოვლენა. კარგი შინაარსი აქვს თავისთავად, ამიტომ მე ეს ყოველთვის ადამიანურად მახარებს და ამ მხრივ კითხვები არ მაქვს. თუმცა, აქ გარკვეულ სამართლებრივ ხარვეზებს ვხედავ. როდესაც სასამართლო ინსტანციებში არ არის პროცესი დასრულებული და ჯერ კიდევ როგორც გავიგე უზენაეს სასამართლოში ასაჩივრებს მხარე ამ გადაწყვეტილებას, ვსვამ კითხვას - ვიდრე მართლმსაჯულება არ დასრულებულა საქმეზე და ერთ-ერთი მხარე მაინც აპირებს, რომ გამოიყენოს საბოლოო ინსტანციის სასამართლოს ვერდიქტი, რომელსაც შეუძლია შეცვალოს ნებისმიერი ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილება, რამდენად სწორია ამ დროს, პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლების გამოყენება? ხომ არ არის ეს გარკვეულ წილად მართლმსაჯულებაში ჩარევა? რადგან მართლმსაჯულება უნდა განხორციელდეს ბოლომდე, ეს არის სამართლებრივი დოქტრინა. მე, როგორც იურისტს, აქ გარკვეული კითხვები მიჩნდებოდა ყოველთვის, როცა ამას აკეთებდა სხვა პრეზიდენტი, მიჩნდება ახლაც. ეს კითხვები გამიჩნდა მაშინაც, როდესაც სააკაშვილმა ისე შეიწყალა ახლა უკვე ჩვენი კოლეგა და არ დაელოდა შემდეგი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას, ანალოგიურად ვხედავ ახლაც“, - განაცხადა ბესელიამ. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, პრეზიდენტის მრჩეველის მიერ გაკეთებული შეფასებები პოლიტიკურ კონტექსტს შეიცავდა და მიუღებელია. „შეფასებები, რომელიც გააკეთა პრეზიდენტის წარმომადგენელმა, პოლიტიკური კონტექსტის თვალსაზრისით, ეს იყო აბსოლუტურად მიუღებელი ჩემთვის. როდესაც ქვეყანაში ინსტიტუციებზე ვსაუბრობთ, და არსებობს ინსტიტუციების პატივისცემა, რომელიც მოეთხოვება განსაკუთრებით კონსტიტუციურ ორგანოებს, და გვევალება ყველას ამ ინსტიტუციების პატივისცემა, როდესაც ორი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება არსებობს, ამ ფონზე საუბარი, რომ ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული, პრეზიდენტის წარმომადგენლის მხრიდან ასეთი შეფასებები, არ შეესაბამება არც სტანდარტს, არც ინსტიტუციების პატივისცემას და არც იმ პოზიციას და სტატუსს, რომლიდანაც გვესაუბრებოდა ეს წარმომადგენელი, მიუხედავად ჩემი პირადი პატივისცემისა“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ. ცნობისთვის, ე.წ კაბელების საქმეზე მსჯავრდებულები პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გუშინ შეიწყალა. მათ საპატიმრო უკვე დატოვეს.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)