|
2017-01-28 11:56:10, 1834 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
არჩილ თალაკვაძე: პრეზიდენტის არჩევის წესი მისი ფუნქციების შესაბამისი უნდა იყოს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პრეზიდენტოს უფლებების შეკვეცასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არსებითი მსჯელობა არ ყოფილა. მისივე თქმით, თუ აღნიშნულ ინსტიტუტთან დაკავშირებით, კონკრეტული ცვლილებები მოხდება, ეს იქნება სამუშაო ჯგუფის და კომისიის ერთიანი მუშაობის შედეგი. „საპარლამენტო მოდელისკენ ჩვენ კი არ ვიხრებით, არამედ საპარლამენტო მოდელი რეალურად უკვე გვაქვს ქვეყანაში. საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში საპარლამენტო მოდელი კიდევ უფრო გაძლიერდება. შესაბამისად, ცვლილებები, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ, ბუნებრივია მორგებულია ამ მოდელზე და საპარლამენტო მოდელის გრძელვადიან შემდგომ განმტკიცებაზე. დღეს პირველი შეხვედრაა ჯგუფის, რომელიც განიხილავს მათ შორის პრეზიდენტის ინსტიტუტთან დაკავშირებულ საკითხებს. კონკრეტული ცვლილებები თუ მოხდება პრეზიდენტის ინსტიტუტთან დაკავშრებით, ეს იქნება სამუშაო ჯგუფის და კომისიის ერთიანი მუშაობის შედეგი“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ. თალაკვაძე 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნების ჩაშლის ვერანაირ საფრთხეს ვერ ხედავს. რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევის წესს, თალაკვაძის შეფასებით, ეს უნდა იყოს მისი ფუნქციების და პოლიტიკური როლის შესაბამისი. „თუ ჩვენ მივდივართ საპარლამენტო მოდელის შემდგომი განმტკიცებისკენ, რასაც კომისიის წევრების დიდი უმრავლესობა ეთანხმება და ამაზე გარე კონსესუსიც არსებობს, ბუნებრივია მოგვიწევს მსჯელობა კომისიის ფარგლებში რომ არსებული სისტემა გადაიხედოს“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)