|
2017-01-26 18:38:18, 1698 ნახვა
კომენტარი
უკრაინაში საქართველოს ელჩი ხვალ გია ცერცვაძის საქმეზე ქვეყნის სახალხო დამცველს შეხვდება
უკრაინაში საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩის მიხეილ უკლებას განცხადაბით, ხვალ ის სახალხო დამცველს შეხვდება. როგორც უკლებამ აღნიშნა, ცუდია ის რაც გია ცერცვაძის დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მოხდა. „ცუდია ის, რაც მოხდა, მაგრამ ეს უკრაინის შიდაგანაწესის გამო მოხდა. პრეტენზიას უყენებენ იმ მოსამართლეს, ვინც მიიღო მისი დროებით დაკავების შესახებ გადაწყვეტილება. არ წარმოადგინა შესაბამისი მასალები დღევანდელი სასამართლოსთვის და გადაიდო ტექნიკურად. სასამართლო 3 თებერვალს 11:00 საათზეა დანიშნული. უნდა გავაგრძელოთ ჩვენ მუშაობა, ხვალ ვხვდებით ომბუდსმენს, ქალბატონი ტატიანაც მოგვყვება, ადვოკატიც არის. ასე პროცესში ვართ ჩართული ყველა“, - განაცხადა ელჩმა. ცნობისვთვის, საქართველოს ელჩი უკრაინაში, მიხეილ უკლება სააპელაციო სასამართლოში გია ცერცვაძის პროცესს არ ესწრებოდა, თუმცა მისი დასრულების შემდეგ ის ქართველი ოფიცრის მეუღლესა და ადვოკატს შეხვდა. შეგახსენებთ, რომ ქართველი ვიცე-პოლკოვნიკი გია ცერცვაძე 15 იანვარს, უკრაინაში ჩასვლისთანავე დააკავეს. რუსეთის ფედერაცია სამხედროს, მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს და მის ექსტრადირებას ითხოვს.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)