|
2017-01-26 15:35:39, 2248 ნახვა
სამართალი კომენტარი
გია ცერცვაძის ადვოკატი: სასამართლოს გადაწყვეტილებით იმედგაცრუებული ვარ
ადვოკატი ქსენია პროკონოვა კიევის სააპელაციო სასამართლოს მიერ ვიცე პოლკოვნიკ გია ცერცვაძის პატიმრობაში დატოვების გამო იმედგაცრუებულია. როგორც მან სხდომის დასრულების შემდეგ „რუსთავი 2“-ს განუცხადა, სასამართლომ თავისი უფლებით ისარგებლა, რადგან სააპელაციო სასამართლოს მასალები ამ დრომდე არ მიაწოდეს. „სასამართლომ თავისი უფლებით ისარგებლა, რადგან სააპელაციო სასამართლოს მასალები ამ დრომდე არ მიაწოდეს. თუმცა, მასალების გადმოცემის დაგვიანება ნიშნავს იმას, რომ გია პატიმრობაში რჩება. სამწუხაროდ, ეს მის ჯანმრთელობასა და მის პერსპექტივაზე ცუდად მოქმედებს, რადგან ამ დროის განმავლობაში ის არ იქნება თავისი ოჯახის წევრებთან ერთად და ვერც საკუთარი უფლებების დაცვას შეძლებს. რა თქმა უნდა, მე იმედგაცრუებული ვარ. შემდეგი სხდომა 3 თებერვალს არის ჩანიშნული, რაც იმას ნიშნავს, რომ გია პატიმრობაში კიდევ ერთი კვირა იქნება. საქმის მასალების პირველი ინსტანციის სასამართლოდან გადმოცემის დასაჩქარებლად არსებობს მექანიზმები, რომლებსაც ჩვენ აუცილებლად გამოვიყენებთ“, - განაცხადა ქსენია პროკონოვამ. შეგახსენებთ, უკრაინაში დაკავებული გია ცერცვაძე სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)