|
2017-01-21 17:45:13, 1715 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ბიბილაშვილი მერაბიშვილზე: ყრილობაზე გენერალური მდივანი არ არჩეულა, შესაბამისად, არც თანხმობა იყო საჭირო
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ზაზა ბიბილაშვილის განცხადებით, პარტიის ყრილობაზე გენერალური მდივანი არ არჩეულა, შესაბამისად, არც თანხმობა იყო საჭირო, - ასე გამოეხმაურა პოლიტიკოსი ვანო მერაბიშვილის გუშინ გამოქვეყნებულ განცხადებას, სადაც მერაბიშვილი წერს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე, პარტიის გენერალურ მდივნად არჩევაზე თანხმობა არ განუცხადებია. ამის შესახებ პოლიტიკოსი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. როგორც ბიბილაშვილი აცხადებს, ყრილობამ არსებული სტატუს კვო უბრალოდ ძალაში დატოვა და მოქმედი გენერალური მდივანი არ გადააყენა. „ყრილობაზე გენერალური მდივანი არ არჩეულა. შესაბამისად, არც თანხმობა იყო საჭირო. ყრილობამ უბრალოდ ძალაში დატოვა არსებული სტატუს კვო და არ გადააყენა მოქმედი გენერალური მდივანი, რადგან ეს იქნებოდა ივანიშვილის მიერ თავსმოხვეული თამაშის წესების მიღება, რასაც არ ვაპირებდით და არც მომავალში ვაპირებთ. მეტიც, ეს გაუგებარი იქნებოდა საზოგადოებისთვის, მით უფრო იმ პირობებში, როცა ვანო მერაბიშვილს არც ერთხელ საჯაროდ არ დაუფიქსირებია თავისიპ ოზიცია პარტიის შიგნით მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ბუნებრივია, როცა ეს პოზიცია დაფიქსირდება, მას პატივს ვცემთ. „ნაციონალური მოძრაობა“ ივანიშვილი არაა, რომ საკუთარი ნების წინააღმდეგ, ციხისა თუ მოცემულობის ტყვეობაში ამყოფოს ადამიანები“, - წერს ზაზა ბიბილაშვილი. შეგახსენებთ, რომ გუშინ სპორტის სასახლეში "ნაციონალური მოძრაობის" რიგით მე-7 ყრილობა გაიმართა. ყრილობას პარტიის ლიდერები, დელეგატები და მხარდამჭერები ესწრებოდნენ. შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით პარტიის ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა ვაშინგტონიდან პირდაპირი ჩართვით მიმართა.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)