|
2017-01-13 15:18:44, 2401 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
გიგა ბოკერია: სააკაშვილი ყოფილი თანაგუნდელების მიმართ სამარცხვინო ცილისწამების კამპანიას აგრძელებს
„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი გიგა ბოკერია მიხეილ სააკაშვილის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება. ბოკერიას თქმით, სააკაშვილი ყოფილი თანაგუნდელების მიმართ სამარცხვინო ცილისწამების კამპანიას აგრძელებს: „განცხადება, რომელიც გუშინ მიხეილ სააკაშვილისგან მოვისმინეთ, იყო სამწუხაროდ გაგრძელება სამარცხვინო ცილისწამების კამპანიისა, სიბინძურის ფრქვევისა ყოფილი თანაგუნდელების მიმართ. ეს ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ჩვენ ვაპირებთ, რომ მთლიანად ფოკუსირებული ვიყოთ იმ მთავარ გამოწვევებზე, რომელიც ქვეყანას გააჩნია და ეს არის ბრძოლა ივანიშვილის რეჟიმთან. ეს არის ჩვენი ფოკუსი, ვინც ამ სიბინძურეს გააგრძელებს, თვითონ იქნება ხელშემწყობი იმის, რომ საზოგადოების ყურადღება ამ ბინძურ ცილისწამებაზე გადავა, რომელიც დაგეგმა და ააგორა სააკაშვილმა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, დროზე შეწყვიტონ ეს სიბინძურე, რომელიც მათ არაფერს არგებთ, მაგრამ ზოგადად ატმოსფეროს აფუჭებს“,-განაცხადა გიგა ბოკერიამ. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" მრავალრიცხოვანებასა და ძალაში ყველა 20 იანვრის ყრილობაზე დარწმუნდება. მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ივანიშვილისეული გეგმის განხორციელებას მხარი არ დაუჭირეს.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)