|
2017-01-13 13:14:59, 2714 ნახვა
ეკონომიკა კომენტარი
მელიქიძე: ლარიზაციის პროცესი რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს, რომ მოსახლეობა არ დაზარალდეს
პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში მაია მელიქიძე აცხადებს, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მომავალი კვირიდან დაიწყებს. მელიქიძის თქმით, „ონლაინ სესხების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და ბანკების რეგულაციების შესახებ“ კანონი ძალაში პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ შევიდა. მისივე განმარტებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციას კობა გვენეტაძესთან აქტიური კონსულტაციები ჰქონდა და სებ-ის პრეზიდენტი ყველა ძირითად შენიშვნას მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან დაკავშირებით, გაითვალისწინებს. „კანონმდებლობა ითვალისწინებს ორ მიმართულებას, როდესაც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შემოდის კანონპროექტი და მას ორი გზა აქვს - ერთი არის მოტივირებული შენიშვნები, ანუ ვეტო და მეორე, ეს არის ხელმოწერა. ამ ეტაპზე პრეზიდენტმა აირჩია ხელმოწერა, რადგან თვლის, რომ ვეტოს დადება ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას არ წაადგება. ჩვენ გვაქვს შეთანხმება მარეგულირებელ ინსტიტუტთან, რომელიც ვალდებულია ხარვეზები აღმოფხვრას. ვეტოს შემთხვევაში ლარიზაციის პროცესი უფრო გვიან დაიწყებოდა. ჩვენ ვთვლით, რომ ხარვეზები უნდა მივაწოდოთ სებ-ს, რათა გამოსწორდეს. ეს პროცესი რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს, იმისათვის, რომ მოსახლეობა არ დაზარალდეს“, - განაცხადა მაია მელიქიძემ.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)