|
2017-01-09 13:28:24, 1876 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ისრაელის პრეზიდენტი: ჩვენ საქართველოში თავს ვგრძნობთ, როგორც საკუთარ სახლში
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ისრაელის პრეზიდენტმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობაზე გაამახვილა ყურადღება და ხაზი გაუსვა თანამშრომლობის მომავალში კიდევ უფრო გაღრმავებას. „საქართველოში ვიმყოფები, რათა აღვნიშნოთ ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავი. თუმცა, საქართველოში ებრაელი ხალხი გაცილებით დიდი ხანია ცხოვრობს. ებრაელი თემი არის ხიდი ჩვენს შორის და არის მაგალითი გულთბილი მეგობრობისა ჩვენს ქვეყნებს შორის. ისრაელი, ესაა წმინდა ადგილების ქალაქი, სადაც თავისუფლად ცხოვრობენ ქრისტიანები. ველი, უფრო მეტს შევიმეცნებ თქვენი ქვეყნის შესახებ, თუ როგორ გავაღმრაოთ ურთიერთობები. ჩვენ, ებრაელებმა და ქართველებმა, ერთობლივი მუშაობის შედეგად ბევრ რამეს მივაღწიეთ. მჯერა, კარგი დროა, რათა კიდევ უფრო დავაახლოოთ ეკონომიკები და კავშირები ჩვენს ერებს შორის.გავაღრმაოთ თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში.ვამაყობთ იმით, რომ ვართ საქართველოს მეგობრები. დიდი მადლობა იმისათვის, რომ ჩვენ საქართველოში თავს ვგრძნობთ, როგორც საკუთარ სახლში“,-განაცხადა ისრაელის პრეზიდენტმა რუვენ რივლინმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)