|
2016-12-27 12:25:13, 801 ნახვა
სამხედრო
შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე რეფორმებს გენერალური შტაბის უფროსი სამხედროებს პირადად აცნობს
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ პირველი შეხვედრა სამხედროებთან დასავლეთ საქართველოში გამართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქუთაისში, III მსუბუქ ქვეით ბრიგადაში ყოფნისას გენერალური შტაბის უფროსმა სამხედროებს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესი გააცნო და განაცხადა, რომ ოპტიმიზაცია ძირითადად უწყებაში სამოქალაქო პერსონალს შეეხება. ვლადიმერ ჩაჩიბაიას განცხადებით, თავდაცვის უწყების ბიუჯეტის 67 პროცენტი ხელფასებსა და ადმინისტრაციულ ხარჯებზე მოდის, ცვლილებების შემდეგ კი ეს პროცენტული მაჩვენებელი შემცირდება, გამონთავისუფლებული სახსრები კი სამხედრო პოტენციალის ამაღლებას მოხმარდება. რეფორმის უმთავრეს მიზანს, საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მომზადების დონის ამაღლება წარმოადგენს. III მსუბუქი ქვეითი ბრიგადის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა როლანდ კიკნაველიძემ გენერალური შტაბის უფროსს ბრიგადაში მიმდინარე აქტივობების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ქუთაისში შეხვედრის დასრულების შემდეგ გენერალური შტაბის უფროსი, ბათუმში დისლოცირებულ III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონსაც ესტუმრა. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესის გაცნობის მიზნით, გენერალური შტაბის უფროსი დასავლეთ სარდლობის ყველა სამხედრო ქვედანაყოფს ესტუმრება და მათ ხელმძღვანელობასთან შეხვედრებს გამართავს.
(NS)
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)