|
2016-12-24 18:54:44, 1979 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ხმალაძე: თუ კომისიაში ყველა მოქმედ ნორმაზე დაიწყება მსჯელობა, მაშინ 4 თვე საკმარისი არ იქნება
კონსტიტუციონალისტის, პარლამენტის ყოფილი წევრის, ვახტან ხმალაძის განცხადებით, თუ საკონსტიტუციო კომისიაში ყველა მოქმედ ნორმაზე დაიწყება მსჯელობა, მაშინ თავმჯდომარის მიერ დადგენილი 4 თვე საკმარისი არ იქნება. როგორც ხმალაძემ აღნიშნა, ყველა ის ცვლილება, რომელიც კომისიამ უნდა მოამზადოს, საპარლამენტო რესპუბლიკის მიღებას უნდა ემსახურებოდეს. რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევის წესს, ხმალაძის თქმით, პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესი საპარლამენტო რესპუბლიკისთვის ბევრად უფრო დამახასიათებელია. "არის საკითხები, რომლებზეც კომისიამ აუცილებლად უნდა იმსჯელოს და მიიღოს გადაწყვეტილება. ეს საკითხები თავისთავად არის პრობლემური და გამოიწვევს დიდ კამათს, ეს მაგალითად არის პარლამენტის და პრეზიდენტის საარჩეცნო სისტემა. ყველა ის ცვლილება, რომელიც უნდა მოამზადოს კომისიამ უნდა ემსახურებოდეს იმ მიზანს, რომ ჩვენ მივიღოთ კლასიკური, საპარლამენტო რესპუბლიკა, რომელიც საუკუნეებით არის გამოცდილი. მიმაჩნია, რომ საპარლამენტო რესპუბლიკისთვის ბევრად უფრო დამახასიათებელია, პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევნების წესი, მაგრამ არა პარლამენტის, არამედ ამომრჩეველთა კოლეგიის მიერ არჩეული პრეზიდენტი. ამომრჩეველთა კოლეგია, უნდა შედგებოდეს პარლამენტის წევრებისგან და იმდენივე ტერიტორიული წარმომადგენლობითი არჩეული დელეგატისგან", - განაცხადა ხმალაძემ. ცნობისთვის, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. სხდომას საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები დაესწრნენ.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)