|
2016-12-24 18:38:57, 2102 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ეკა ბესელია: კონსტიტუციაში ყველა თავს სჭირდება ხელშეხება და გაძლიერება
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, კონსტიტუციაში, ადამიანის უფლებებიდან დაწყებული, ხელშეხება და გაძლიერება ყველა თავს სჭირდება. როგორც ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, სხდომაზე კონკრეტული საკითხები, მათ შორის პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით, არ გამოკვეთილა. "დღეს საკმაოდ საინტერესო კითხვები დაისვა, რომელიც ეხება კომისიის მუშოაბას. ერთი ძირითადი პრინციპი რომელიც გამოიკვეთა, არის საპარლამენტო მოდელი, რომელიც იქნება ფუნდამენტი კონსტიტუციის მუშოაბის დროს, როგორც სახელმწიფო მოწყობის ფორმა, იქნება შენარჩუნებული. მნიშნვლეოვანია ისიც, რომ სამუშაო ჯგუფი, როდესაც შეთანხმდება, პრინციპები იქნება დაცული, როდესაც მოხდება მისი ინიცირება. ბუნებრივია, საკითხები შეეხო წინააღმდეგობრივ ნორმებს. ჯგუფები განაწილდება. მე ვიმუშავებ ადამიანის უფლებების, სასამართლო ხელისუფლების და ასევე, მთავრობის და პრეზიდენტის საკითხებზე მომუშავე ჯგუფში. დღეს იყო ძალიან კარგი დასაწყისი, რათა ყველა პროცედურა დავინახოთ კარგად და შედეგზე ორიენტირებულად", - განაცხადა ბესელიამ. ცნობისთვის, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. სხდომას საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები დაესწრნენ.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)