|
2016-12-16 17:29:56, 941 ნახვა
სამხედრო
საქართველოსა და აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროებს შორის 2017 წლის თანამშრომლობის სამოქმედო გეგმა გაფორმდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს. პრეზიდენტ ილჰალ ალიევთან შეხვედრის შემდეგ, აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში ლევან იზორიას ხელმძღვანელობით, ქართული დელეგაციის დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართა. აზერბაიჯანელ კოლეგასთან, გენერალ-პოლკოვნიკ ზაკირ ჰასანოვთან პირისპირ საუბრის შემდეგ შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა. მინისტრებმა თავდაცვის სფეროში 2017 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გენერალ-პოლკოვნიკ ზაკირ ჰასანოვს თბილი დახვედრისთვის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს აზერბაიჯანის სახით საიმედო მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორი ჰყავს, რაც რეგიონში სტაბილურობის განმტიცების გარანტია. მინისტრებმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხებიც მიმოიხილეს. მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს. ლევან იზორიამ აღნიშნა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თავდაცვის სფეროში ურთიერთობის აქტიური დინამიკაა, რაც თანამშრომლობის ორმხრივ და სამმხრივ ფორმატებში გამოიხატება. მინისტრებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს. ყურადღება გამახვილდა სამხედრო-ტექნიკურ, კიბერუსაფრთხოებისა და განათლების სფეროში გამოცდილების გაზიარებაზე, ასევე ერთობლივი წვრთნების ჩატარების მნიშვნელობაზე. საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის არსებული სამმხრივი მინისტერიალის ფორმატი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. ლევან იზორიას თქმით, ერთობლივი ძალისხმევით ფორმატი კიდევ უფრო გაღრმავდება და ახალ ეტაპზე გადავა. მომავალ წელს სამმხრივი თანამშრომლობის დონის შეხვედრა საქართველოში უკვე გენერალური შტაბის უფროსების დონეზე იგეგმება. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და აზერბაიჯანის ეროვნული გმირის ჰეიდარ ალიევისა და მისი მეუღლის ხსოვნას პატივი მიაგო. (NS)
სააკაშვილი: ჩვენ გვჭირდება ადამიანები სტრატეგიული ხედვითა და დიდი გამბედაობით
გარდაბანში ავარიის შედეგად 8 ადამიანიდან 7 ადგილზე დაიღუპა, ერთი კრიტიკულ მადგომარეობაშია - ვიდეო
15-16 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი - სააგენტოს გაფრთხილება
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)