|
2015-03-25 14:40:21, 487 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს წარმომადგენლებმა არალეგალური მიგრაციისა და საზღვრის მართვის საკითხებზე გამართულ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა, ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „აღმოსავლეთ პარტნიორთა თანამშრომლობა არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის სფეროში – პრაღის პროცესის ხელშეწყობა“ (EaP-SIPPAP) ფარგლებში გამართულ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა. შსს-ს ინფორმაციით, კონფერენცია სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ გაიმართა და მასში საქართველოს, უნგრეთის, რუმინეთის, პოლონეთის, სლოვაკეთის, ლატვიის, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მაღალი დონის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. უწყების ცნობით, მხარეებმა პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგები განიხილეს და შემდგომი თანამშრომლობის სფეროებზე ისაუბრეს. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „აღმოსავლეთ პარტნიორთა თანამშრომლობა არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის სფეროში – პრაღის პროცესის ხელშეწყობა“ (EaP-SIPPAP) საქართველოში 2013 წლიდან ხორციელდება. პროექტის მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის სფეროში სტრატეგიული და ოპერატიული თანამშრომლობისთვის ხელის შეწყობა და გაძლიერება. იგი უმთავრესად არალეგალური მიგრაციის პრევენციასა და საზღვრის მართვის ხელშეწყობაზე ეფექტიანი და კოორდინირებული მეთოდების შემუშავებაზეა ორიენტირებული. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, შსს-ს აკადემიაში, აღმოსავლეთ პარტნიორობისა და პროექტის „EaP-SIPPAP“ პარტნიორი, ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამართალდაცვით სასწავლო დაწესებულებებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს პროექტის პარტნიორი 10 ქვეყნის სასწავლო დაწესებულებების მაღალი რანგის წარმომადგენლებმა მოაწერეს ხელი. მრავალმხრივი მემორანდუმის გაფორმება აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მონაწილეობით პირველად მოხდა.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)