|
2016-12-15 12:49:25, 865 ნახვა
სამხედრო
JTEC-ის მრჩეველთა ჯგუფის ბრიტანელი წევრი გენერალ კვინიტაძის სახელობის უწყებრივი მედლით დაჯილდოვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) მრჩეველთა ჯგუფის წევრი, კაპიტანი ჯეიმს ბრეკლი გენერალ კვინიტაძის სახელობის უწყებრივი მედლით დააჯილდოვა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბრიტანელ ოფიცერს ჯილდო საქართველოსა და ნატოს შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა. მინისტრის მოადგილემ ბრიტანელ ოფიცერს მადლობა საქართველოში წარმატებული მისიისთვის გადაუხადა და წარმატებები უსურვა. კაპიტან ჯეიმს ბრეკლი საქართველოში ექვსი თვის განმავლობაში მოღვაწეობდა. მისი შემცვლელი JTEC-ის მრჩეველთა ჯგუფში იანვრიდან შეუდგება მუშაობას. დაჯილდოების ცერემონიალი თავდაცვის სამინისტროში გაიმართა. ღონისძიებას ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ნატოელი ექსპერტები, ასევე საქართველოში დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი დავიდ ეთელი და თავდაცვის უწყების წარმომადგენლები დაესწრნენ.
(NS)
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)