|
2016-11-28 15:49:31, 691 ნახვა
სამხედრო
ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი იწყება
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი იწყება. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს. მათივე ცნობით, სემინარი ხვალ კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორში“ ოფიციალურად გაიხსნება. დღეს კი, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის (DIB) სკოლაში კურსის მონაწილეებს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილი, ესტონეთის პარლამენტის ეროვნული თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ჰანეს ჰანსო, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ და ესტონეთის ელჩი საქართველოში კაი კარელსონი მიესალმნენ. მათ კურსის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და მონაწილეებს წარმატებები უსურვეს. ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსის მიზანია საქართველოს უსაფრთხოების სისტემის მიმოხილვა რეგიონულ და საერთაშორისო კონტექსტში, ასევე ქვეყნის თითოეული მოქალაქის როლისა და პასუხისმგებლობის ანალიზი ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის ფორმირების პროცესში. სემინარი კაჭრეთში ოთხი დღის განმავლობაში გაგრძელდება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების თანამშრომლებთან ერთად სემინარის მონაწილეები სხვადასხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელ თანამდებობებზე მომუშავე პირები, სასამართლო ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები არიან. კურსის განმავლობაში მონაწილეები თანამედროვე საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემასა და ძირითად გამოწვევებზე, საქართველოს როლზე შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურაში, კავკასიაში მიმდინარე კონფლიქტებსა და საქართველოს ურთიერთობებზე მეზობელ ქვეყნებთან, საქართველოს საგარეო პრიორიტეტებსა და მიღწევებზე, თავდაცვის პოლიტიკის პრიორიტეტებსა და საერთაშორისო მისიებზე, სამოქალაქო საზოგადოების როლზე ეროვნული უსაფრთხოების ფორმირების პროცესსა და ეროვნული უსაფრთხოების სისტემაში მედიის როლზე იმსჯელებენ. სემინარის პარალელურად მონაწილეებს სიმულაციურ კრიზისის სცენარზეც მოუწევთ მუშაობა. სემინარის ფარგლებში მონაწილეები უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის სფეროებში მომუშავე უმაღლესი თანამდებობების პირების, საკანონმდებლო ორგანოსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების პრეზენტაციებს მოისმენენ. მომხსენებლებს შორის არიან თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელი პირები. გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია მსმენელებს საქართველოს საერთაშორისო მისიებში კონტრიბუციის შესახებ პრეზენტაციას წარუდგენს. საერთაშორისო უსაფრთხოების ძირითად გამოწვევებზე კი, ლექციას ესტონეთის პარლამენტის ეროვნული თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ჰანეს ჰანსო წაიკითხავს. ეროვნული უსაფრთხოების სისტემაში მედიის როლზე რადიო „თავისუფლების“ ქართული სამსახურის ჟურნალისტი, კობა ლიკლიკაძე ვიდეოკონფერენციის საშუალებით ისაუბრებს. ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში ადაპტირებული კურსების მსგავსად ჩამოყალიბდა და ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოში მეხუთედ ტარდება. კურსი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშნებელობის (DIB) სკოლის ორგანიზებითა და ნატოს პროფესიული განვითარების პროგრამის (PDP) მხარდაჭერით ტარდება. (NS)
15-16 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი - სააგენტოს გაფრთხილება
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)