|
2015-03-18 12:00:55, 582 ნახვა
საზოგადოება
ბათუმში გერმანელი სპეციალისტები 0-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებს უფასო სამედიცინო კონსულტაციებს უტარებენ
ბათუმის N1 პოლიკლინიკაში, გერმანიიდან მოწვეული სპეციალისტები 0-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებს უფასო სამედიცინო კონსულტაციებს უტარებენ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აქციის ფარგლებში კონსულტაცია უკვე 10-ზე მეტ ბავშვს ჩაუტარდა. პაციენტების მიღება დღის ბოლომდე გაგრძელდება. კონსულტაციაზე მიიღებიან მოზარდები შემდეგი დაავადებებით: მწვავე ოსტეომიელიტი, ძვლის კისტა, ძვლის კეთილთვისებიანი სიმსივნეები, თავის ტვინის კისტა (საღი გონებით), კიდურების ანომალია, ჰემანგიომა, ჰირშპრუნგის დაავადება, ორგანოების ატრეზიები- ოპერაციული ჩარევის შემდგომი გართულებები (სტომები), ჰიპოსპადია, ეპისპადია, დამწვრობები და მასთან დაკავშირებული გართულებები, სასის ღია ნაპრალი. აქცია, საქველმოქმედო ორგანიზაცია „ჯანმრთელი ბავშვები“-ს და ბავშვთა საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია „FRIEDENSDORF INTERNATIONAL“-ის (გერმანია) ინიციატივით იმართება, რომლის მიზანია სხვადასხვა დაავადებების მქონე ბავშვების მოძიება, აღრიცხვა და გერმანიაში უფასო მკურნალობისათვის გაგზავნა.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)