21:17 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-08 11:27:47, 643 ნახვა

პოლიტიკა
გოდერძი ჩანქსელიანი ამომრჩევლებს შეხვდა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თეთრიწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატი, გოდერძი ჩანქსელიანი დიდი ირაგას, პატარა ირაგას, ჯიგრაშენის, ალექსეევკას, მენკალისისა და ჯვარას მაცხოვრებლებს შეხვდა.

როგორც "ექსპრესნიუსს" პარტიის პრეს-სამსახურმა აცნობა, მშეხვედრაზე აღინიშნა, რომ ადგილობრივები ხელისუფლების მიერ განხორციელებული პროექტებით კმაყოფილები არიან.

„სოფლებთან მისასვლელი გზები მოხრეშილია,სტიქიისგან დანგრეული ხიდები შეკეთებულია. აჭარიდან და სვანეთიდან ჩამოსახლებული ადამიანების პრობლემა დაუმტკიცებელი და გადაუფორმებელი სახლებია,მე გპირდებით რომ არჩევნების დამთავრების შემდგომ ეს სახლები თქვენს მფლობელობაში გადმოვა,მთავრობის დადგენილებით ეს პროექტი უკვე ძალაშია და ეტაპობრივად ხორციელდება. ჩვენი პარტია და მთავრობა ორიენტირებულია ადამიანებზე,თქვენი არცერთი პრობლემა არ დარჩება ყურადღების მიღმა“, - განაცხადა დეპუტატობის კანდიდატმა, გოდერძი ჩანქსელიანმა.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გარდაბნის მაჟორიტარობის კანდიდატი, სავალან მირზოევი  ნაზარლოსა და ჯანდარის სოფლების ამომრჩეველს შეხვდა.

შეხვედრაზე სავალან მირზოევმა ადგილობრივებს სასწავლო წლის მოახლოებასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მიაწოდა ინფორმაცია, რომ სასკოლო სახელმძღვანელოები კვლავ უფასო იქნება. ამასთან, გაგრძელდება  უფასო ჯანდაცვის პროგრამები და სახელწმიფოს მიერ დაწყებული არაერთი პროგრამა.

სავალან მირზოევი მოსახლეობას მიწის რეფორმის შესახებაც ესაუბრა და მათ რეგისტრაციის გამარტივებული წესის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics