17:54 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-07 13:49:20, 663 ნახვა

პოლიტიკა
მანანა კობახიძე: წინასაარჩევნო კამპანიაა, ამიტომ ბევრ დეპუტატს გაუჭირდება პარლამენტში მოსვლა

პარტია „ქართული ოცნების“ წევრის მანანა კობახიძის განცხადებით, ის ამ წუთებში ქუთაისის პარლამენტში მიდის, რათა სხდომას დაესწროს.

„აი, ახლა მე ქუთაისში მივდივარ. ცოტა, ალბათ,  შევყოვნდი, რადგან გზის ერთ მონაკვეთზე ინტენსიური მოძრაობა იყო. ცოტა დამაგვიანდება, მაგრამ პარლამენტის სხდომაზე მე ვიქნები. იცით, რომ ახლა აქტიური წინასაარჩევნო კამპანიაა. ძალიან ბევრ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს შეხვედრები აქვს დანიშნული და ამიტომ, ალბათ, მათ მოსვლა გაუჭირდებათ“, - განუცხადა „ექსპრესნიუსს“ კობახიძემ.

პარლამენტის პლენარული სესია ამ დრომდე არ დაწყებულა.

სხდომა 13:00 საათისთვის იყო ჩანიშნული, თუმცა კვორუმის არ არსებობის გამო, მერვე მოწვევის პარლამენტი პლენარული სხდომის ფორმატში ბოლო შეკრებას ვერ ახერხებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics