|
2016-09-07 00:08:18, 912 ნახვა
პოლიტიკა
თოფაძე: არ დავემსგავსებით ზოგიერთებს, რასაც შევპირდებით მოსახლეობას, იმას შევასრულებთ
დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე პარტია "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" ხედვა ეფუძნება ქვეყნის ინტერესებსა და საშინაო და საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს, - ამის შესახებ პარტია "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" ლიდერმა გოგი თოფაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც თოფაძემ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ადგილი მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე დღეს უკვე მონიშნულია, განვითარებული და პოლიტიკურად დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოსაყალიბებლად ჯერ კიდევ აუცილებელია რამდნეიმე მნიშვნელოვანი ფაქტორის გათვალისწინება. "ჩვენი პოზიცია საზოგადოებამ იცის უკვე 20 წელიწადია. ჩვენ რასაც შევპირდებით მოსახლეობას, იმას შევასრულებთ. არ დავემსგავსებით ზოგიერთებს, ვინც გვპირდება ოქროს მთებს, დიდ პენსიებს, ბიუჯეტის გაზრდას, ამას არ ვიკადრებთ. მხოლოდ იმას შევპირდებით, რასაც შევასრულებთ", - აღნიშნა პარტიის ლიდერმა. გოგი თოფაძეს განცხადებით, ქართველების ერთ ერთი მთავარი სატკივარი არის ტერიტორიების დაბრუნება. "იმ დიდ აგრესიულ მეზობელთან, რომელიც ჩრდილოეთიდან გვიყურებს ჩვენ, იმასთან, ომის თამაში წამგებიანია. ჯობია, დიპლომატიური გზები ვეძებოთ", - განმარტა თოფაძემ. პარტიის ლიდერის თქმით, "მრეწველების" ერთ-ერთი პრიორიტეტია მთიან რეგიონში პრობლემების მოგვარება. "მთიანი რეგიონები, არის საქართველოს სიმდიდრე, თუმცა აქ ჯერაც ბევრი პრობლემაა. ვთვლით, რომ ეს პრობლემები უნდა გადავჭრათ. მთა დაიცალა, ხალხი სამუშაოდ ქალაქში მოდის. საქართველოში მრეწველობა უნდა აღდგეს. უნდა დავაბრუნოთ ის პოზიციები, როდესაც საქართველოში თავის ნაწარმით ყველაფერს ვაკმაყოფილებდით", - აღნიშნა მან. როგორც გოგი თოფაძემ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, პარტიამ საქართველოს განვითარებისთვის რამდენიმე კანონპროექტი შეადგინა, თუმცა მას ბევრი დამატება სჭირდება. "როდესაც პარლამენტში მოვხვდებით და ამაში ეჭვი არ გვეპარება, ბევრ სიკეთეს გავაკეთებთ. ეკონომიკა იქნება სტაბილური, ადგილობრივი წარმოება განვითარდება, ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკა საზოგადოებრივი ინტერესების დაცვით ჩამოყალიბდება. ასევე აუცილებელია, ეროვნული ღირებულებების, ტრადიციებისა და თვითმყოფადობის შენარჩუნება, რადგან ამის გარეშე ქვეყნის პროგრესი დაემსგავსება ასიმილაციის პროცესს. თითოეული მოქალაქის უფლებების დაცვა ჩვენი პარტიის ხედვის ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედია", - განაცხადა თოფაძემ. პარტია "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" ლიდერის თქმით, პარტიის წევრები სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს ბევრ საკითხში ეთანხმებიან, რომელტა აზრი "მრეწველებს" ემთხვევა, თუმცა განსხვავებულ ხედვასაც პატივს სცემენ. "საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა, ვაშენებთ დემოკრატიას და განსხვავებული აზრი არავის უნდა აშინებდეს. ყველა უნდა აფიქსირებდეს ამ აზრს", - აღნიშნა თოფაძემ.
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)