|
2016-08-10 09:39:03, 983 ნახვა
სამხედრო
V ქვეით ბრიგადაში ჯარისკაცი გარდაიცვალა
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო V ქვეითი ბრიგადის 52-ე ქვეითი ბატალიონის კაპრალის დავით ლომიძის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, გარდაცვალების მიზეზი, პირველადი მონაცემებით, გულის უკმარისობა გახდა. „საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის V ქვეითი ბრიგადის 52-ე ქვეითი ბატალიონის კაპრალი დავით თამაზის ძე ლომიძე გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი, პირველადი მონაცემებით, გულის უკმარისობა გახდა. 9 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში დავით ლომიძე შეუძლოდ გახდა. კაპრალი V ქვეით ბრიგადასთან ყველაზე ახლოს მდებარე გორის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაყვანისას გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის 1 ნაწილით საქმეს იძიებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის საგამოძიებო განყოფილება. კაპრალი დავით თამაზის ძე ლომიძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 16 აპრილიდან მსახურობდა. თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს კაპრალი დავით ლომიძის გარდაცვალების გამო და დაღუპულის ოჯახს სამძიმარს უცხადებს. გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის დაკრძალვასთან დაკავშირებულ ყველა საჭირო ხარჯს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაფარავს“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)