|
2016-07-25 11:27:09, 1673 ნახვა
მსოფლიო
მიუნხენის სავაჭრო ცენტრზე თავდასხმასთან კავშირში ეჭვმიტანილი 16 წლის ახალგაზრდა დააკავეს
გერმანიაში, მიუნხენის სავაჭრო ცენტრ „ოლიმპიაზე" თავდასხმასთან კავშირში ეჭვმიტანილი დააკავეს, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალებსი ინფორმაციით, ეჭვმიტანილი 16 წლის ავღანელია. სამართალდამცველების ვარაუდით, დაკავებულმა 18 წლის ალი დევიდ სანბოლის გეგმების შესახებ იცოდა, თუმცა პოლიციას არ შეატყობინა. “არსებობს ეჭვი, რომ 16 წლის ახალგაზრდა შესაძლოა, თავდამსხმელის მდუმარე თანამზრახველი ყოფილიყო”, - ნათქვამია მიუნხენის პოლიციის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ თავდასხმა სავაჭრო ცენტრზე 22 ივლისს მოხდა. შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა და 9 ადამიანი მოკლა. თავდამსხმელის, 18 წლის ირანელის, ალი დევიდ სონბოლის ცხედარი სპეცოპერაციის დროს შემთხვევის ადგილიდან 1 კილომეტრში იპოვეს. მან, პოლიციის ვარაუდით თავი მოიკლა. პოლიცია აცხადებს, რომ ახალგაზრდა მასობრივი მკველობების შესახებ ინფორმაციის მოძიებით იყო გატაცებული. მისი ოტახის ჩხრეკისას გაზეთებიდან ამოჭრილი თავდასხმების შესახებ, უამრავი სტატია იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, თავდამსხმელი "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირსი არ იყო.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)