09:50 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-23 10:53:54, 1645 ნახვა

მსოფლიო
მიუნხენის სავაჭრო ცენტრში ცეცხლი 18 წლის ირანელმა ახალგაზრდამ გახსნა

მიუნხენის სავაჭრო ცენტრში ცეცხლი 18 წლის ირანელმა ახალგაზრდამ გახსნა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

როგორც BBC მიუნჰენის პოლიციაზე დაყრდნობით წერს, თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა.

ქალაქის პოლიციის უფროსის ჰუბერთ ანდრეს განცხადებით, ახლაგაზრდას გერმანიისა და ირანის ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდა. ის მიუნხენში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობდა.

მისი ცხედარი სპეცოპერაციის დროს, ტრაგედიის ადგილიდან დაახლოებით ერთ კილომეტრში იპოვეს. პოლიცია ვარაუდობს, რომ მან თავი მოიკლა.

თავდამსხმელის  ქმედების მოტივები ამ დრომდე უცნობია.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მიუნჰენში, სავაჭრო ცენტრ "ოლიმპიასთან" უცნობმა მამაკაცმა მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც 9 ადამიანი გარდაიცვალა, 20-მდე კი დაჭრა, 3 დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

ცნობისთვის, თავიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თავდასხმაში 3 ადამიანი მონაწილეობდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics