07:23 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-22 15:58:01, 1648 ნახვა

მსოფლიო
თურქეთის იუსტიციის მინისტრი: სიკვდილით დასჯის საკითხზე ევროკავშირის პოზიცია არ უნდა გავითვალისწინოთ

თურქეთის იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში სიკვდილით დასჯის აღდგენასთან დაკავშირებით ევროკავშირის პოზიციის გათვალისწინება საჭირო არ არის,- ამის შესახებ CNN Turk იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, სიკვდილით დასჯის საკითხზე გადაწყვეტილება თურქულ კანონმდებლობას უნდა ეფუძნებოდეს და არა ევროკავშირის სურვილს.

როგორც ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ფედერიკა მოგერინიმ, განაცხადა ქვეყანა ევროკავშირის წევრი ვერ გახდება თუ ის სიკვდილით დასჯას იყენებს.

ეგახსენებთ, რონ თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა იყო, რის შედეგდაც 290-ზე ნეტი ადამიანი გარდაიცვალა. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ ხელისუფლება სიკვდილით დასჯის აღდგენის საკითხს განიხილავს.

ცნობისთვის, ბოლო სასიკვდილო განაჩენი თურქეთში 1984 წელს აღასრულეს. თურქეთმა სიკვდილით დასჯა 2004 წელს, ევროკავშირის წევრობის მისაღებად  ჩატარებული რეფორმების ფარგლებში გააუქმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics