09:03 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-20 14:11:53, 1743 ნახვა

მსოფლიო
თურქეთში ყველა მასწავლებელსა და მეცნიერს ქვეყნის დატოვება აეკრძალა

თურქეთის უმაღლესი განათლების საბჭომ ყველა მასწავლებელსა და მეცნიერს ქვეყნის დატოვება აუკრძალა, - ამის შესახებ BBC იუწყება. 

როგორც მედია საშუალება წერს, აკრძალავა ხელისუფლების მორიგ განკარგულებამდე იმოქმედებს.

ამასთან, საბჭოს მოთხოვნით, უკვე საზღვარგარეთ მყოფი ყველა თურქი პედაგოგი და მეცნიერი უმოკლეს ვადებში თურქეთის ტერიტორიაზე უნდა დაბრუდნეს.

ცნობისთვის, თურქეთში განათლების სფეროს 15 ათასზე მეტი თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს. თანამდებობა ასევე უნივერსიტეტების დეკანებმა დატოვეს.

შეგახსენებთ, რომ სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთში 50 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, სამსახურიდან გაათავისუფლეს ან სამსახურეობრივი მოვალეობები შეუწყვიტეს.

სიაში სამხედროები, პოლიციელები, მასწავლებლები, უნივერსიტეტის დეკანები და ჟურნალისტები არიან.

თურქეთის ხელისუფლების განცხადებით, ყველა ეს ადამიანი აშშ-ში მცხოვრები სასულიერო პირის, ფეთჰულა გიულენის მხარდამჭერია, რომელსაც ანკარა გადატრიალების შესაძლო ორგანიზატორად მიიჩნევს. ცნობისთვის, თავად გიულენი აღნიშნულ ბრალდებას უარყოფს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics