|
2016-07-18 14:23:52, 1680 ნახვა
მსოფლიო
გოქჩენის აეროპორტში თურქმა პოლიციელებმა ამბოხთან კავშირში ეჭვმიტანილი 11 პირი დააკავეს
სტამბოლში, საბიჰა გოქჩენის სახელობის აეროპორტში თურქმა სამართალდამცველებმა ამბოხთან კავშირში ეჭვმიტანილი 11 პირი დააკავეს, - ამის შესახებ France Press იუწყება. როგორც მედია საშუალება წერს, სპეცოპერაციის დროს, ეჭვმიტანილებმა მიმალვა სცადეს, რა დროსაც პოლიციამ მათ ცეცხლი გაუხსნა. France Press-ის ცნობით, დაკავებულები სამხედრო პირები არიან. ისინი სავარაუდოდ ქვეყნის დატოვებას ცდილობდნენ. გარდა ამისა, თურქეთის პოლიციასა და სამხედრო გადატრიალების მომხრეებს შორის თურქეთის ქალაქ კონიაში შეტაკება მოხდა. ინციდენტი კონიაში ავიაბაზაზე მოხდა. ამასთან, თურქეთის ხელისუფლების განცხადებით, სამტავრობო ძალები ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებენ. შეგახსენებთ, რომ თურქეთში 15 ივლისს სამხედრო გადატრიალების მცდელობა იყო, რის შედეგადაც 290-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, 1 400-ზე მეტი კი დაშავდა. დაკავებულია 51 სამხედრო მაღალჩინოსნაი, მათ შორის ორი გავლენიანი გენერალი და 400-ზე მეტი მოსამართლე. სულ 6000 ადამიანია დაკავებული. თურქეთის საკონსტიტუციო საბჭო შეიკრიბება და სიკვდილით დასჯის აღდგენის საკითხზე იმსჯელებს.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)