|
2016-07-16 15:53:29, 1653 ნახვა
მსოფლიო
ერდოღანი მოსახლეობას ქუჩებში გამოსვლისკენ მოუწოდებს - „გადატრიალების მცდელობა, შესაძლოა, განმეორდეს“
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი სტამბოლის ერთ-ერთ რაიონში მხარდამჭერებს შეხვდა და ერთიანობისკენ მოუწოდა, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. ერდოღანმა მოსახლეობას კვლავ ქუჩებში გამოსვლისკენ მოუწოდებს. ამასთან, თურქეთის მცხოვრებთა ნაწილმა მობილურ ტელეფონებზე შესაბამისი შეტყობინებები მიიღეს, სადაც მათ დემოკრატიის მხარადასაჭერად გამოსვლისკენ მოუწოდებენ. გარდა ამისა, სოციალური ქსელში თურქეთის მთავრობა განცხადებს აქვეყნებს: "არ მივატოვოთ ქუჩები, გადატრიალების მცდელობები შესაძლოა, განმეორდეს". შეგახსენებთ, რომ თურქეთში სამხედრო გადატრიალება გუშინ საღამოს დაიწყო. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შეტაკებების შედეგად 194 ადამიანი გარდაიცვალა, 1440 კი დაშავდა. სტამბოლსა და ანკარაში სროლის ხმა ამ დრომდე ისმის. თურქეთის პრემიერ-მინისტრის ბინალი ილდირიმის განცხადებით, 2839 ამბოხებული სამხედრო უკვე დაკავებულია. ამასთან, ცნობილია, რომ თურქეთის საკონსტიტუციო საბჭო შეიკრიბება და სიკვდილით დასჯის აღდგენის საკითხზე იმსჯელებს.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)