|
2016-07-16 15:43:58, 1753 ნახვა
მსოფლიო
თურქეთის მოქალაქეები ამბოხებულების სიკვდილით დასჯას ითხოვენ
სოციალურ ქსელ Twitter-ში ჰეშტეგის #idamistiyorum (მე მინდა სიკვდილით დასჯა) პოპულარობა დიდი სისწრაფით იზრდება. აღნიშნული ჰეშტეგი Twitter-ის მომხმარებლებმა უკვე 55 000-ჯერ გამოიყენეს. თურქეთის მოქალაქეები ამბოხების მომწყობთა სიკვდილით დასჯას ითხოვენ. ამის პარალელურად, ხელისუფლებაში მყოფი "სამართლიანობისა და განვითარების პარტიის" ხელმძღვანელის მოადგილის, მეჰმეტ მეზინოღლუს განცხადებით, ხელისუფლება სიკვდილით დასჯის აღდგენის შესაძლებლობას განიხილავს. თურქეთის პრემიერ-მინისტრის ბინალი ილდირიმის თქმით, დღეს თურქეთის საკონსტიტუციო საბჭო შეიკრიბება, რომელიც სიკვდილით დასჯის დაბრუნების შესახებ იმსჯელებს. შეგახსენებთ, თურქეთში სამხედრო გადატრიალება გუშინ საღამოს დაიწყო. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შეტაკებების შედეგად 194 ადამიანი გარდაიცვალა, 1440 კი დაშავდა. სატამბოლსა და ანკარაში სროლის ხმა ამ დრომდე ისმის. თურქეთის პრემიერ-მინისტრის ბინალი ილდირიმის განცხადებით, 2839 ამბოხებული სამხედრო უკვე დაკავებულია. ამასთან, ცნობილია, რომ თურქეთის საკონსტიტუციო საბჭო შეიკრიბება და სიკვდილით დასჯის აღდგენის საკითხზე იმსჯელებს.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)