|
2016-07-16 03:52:18, 1535 ნახვა
მსოფლიო
თურქეთის ხელისუფლება სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ფეთჰულა გიულენის ხარდამჭერებს ადანაშაულებს
თურქეთის ხელისუფლება ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების მცდელობაში აშშ-ში მცხოვრები მუსულმანი ღვთისმსახურის ფეთჰულა გიულენის მხარდამჭერებს ადანაშაულებს, - ამის შესახებ CNN Turk-ი თურქეთის იუსტიციის მინისტრზე დაყრდნობით იუწყება. მინისტრის თქმით, სახელწმიფო გადატრიალების მცდელობა გიულენის მოძრაობა "ხიზმეტის" ორგანიზბეულია. ამასთან, CNN Turk-ის ეთერში, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ მიმდინარე მოვლენების უკან “პარალელური სტრუქტურები” დგანან. ანკარაში მიიჩნევენ, რომ გიულენი თურქეთში "ჩრდილოვან მთავრობას ქმნის, რისთვისაც მის მიერ დაფუძნებულ მოძრაობა "ხიზმეტს" იყენებს. ცნობისთვის, თურქეთის სასამართლომ ფეთჰულა გიულენის დაკავების ორდერი 2014 წლის დეკემბერში გასცა. მალევე თურქეთში პრეზიდენტ ერდოღანის მთავარ კრიტიკოსთან კავშირში ეჭვმიტანილი ასობით სამხედრო და პოლიციის ოფიცერი დააკავეს. შეგახსენებთ, რომ თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა მოხდა, რის შედეგადაც 17 ადამიანია გარდაცვლილი. არიან დაშავებულებიც, თუმცა მათი რაოდენობა ჯერ უცნობია.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)