|
2016-07-15 13:09:04, 1522 ნახვა
მსოფლიო
სტოლტენბერგი: ტერორიზმი ვერასდროს დაამარცხებს დემოკრატიასა და თავისუფლებას
ნიცაში განხორციელებული თავდასხმა უდანაშაულო ადამიანებისა და იმ ძირითადი ღირებულებების წინააღმდეგ იყო მიმართული, რომლებსაც ნატო ატარებს, - ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის განცხადებაშია ნათქვამი. ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, ალიანსი საფრანგეთის ხალხს სოლიდარობას უცხადებს. “შეძრული და დამწუხრებული ვარ ნიცაში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის გამო. ჩემი ფიქრები დაღუპულთა ოჯახებთან, ახლობლებთან და დაშავებულებთანაა. ეს თავდასხმა მიმართული იყო უდანაშაულო ადამიანებისა და იმ ძირითადი ღირებულებების წინააღმდეგ, რომლებსაც ნატო ატარებს. თუმცა ტერორიზმი ვერასდროს დაამარცხებს დემოკრატიას, თავისუფლებას და ჩვენს ღია საზოგადოებას. სოლიდარობას ვუცხადებთ საფრანგეთის ხალხს”, - ნათქვამია იენს სტოლტენებერგის განცხადებაში. განცხადება ნატო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. შეგახსენებთ, რომ გუშინ, ნიცაში, სადაც მოსახლეობა ბასტილიის აღების დღეს აღნიშნავდა, ხალხში სატვირთო ავტომობილი შევარდა. ტერაქტის შედეგად 84 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის არიან ბავშვებიც. მედიის ინფორმაციით, ათობით ადამიანი დაშავებულია, 18 მათგანი კი კრიტიკულ მდგომაროებაშია. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)