05:01 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-13 11:30:02, 1372 ნახვა

მსოფლიო
დღეს ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა გაიმართება

დღეს ბრიუსელში, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შტაბ-ბინაში ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა გაიმართება, - ამის შესახებ ინფორმაცია ნატო-ს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

შეხვედრა ელჩების დონეზე შედგება.

როგორ რუსეთის საგარეო საქმე სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, შეხვედრაზე სხვა სამხედრო საკითხებთან ერთად, ნატო-ს მიერ აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებას განიხილავენ და ამის შესაძლო შედეგები ევროპული უსაფრთხოებისთვის.

გარდა ამისა, მარია ზახაროვას თქმით, დაგეგმილია ბალტიის ზღვის რეგიონში საავიაციო უსაფრთხოების გაზრდასა და ევროპაში ამერიკული ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემების მშენებლობის შესაძლო რისკებზე მსჯელობა.

დიპლომატები ასევე უკრაინასა და ავღანეთში შექმნილ ვითარებას განიხილავენ.

ცნობისთვის, ვარშავაში გამართული ნატო-ს სამიტის შემდეგ რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ ალიანსისგან სამიტზე მიღებული გადაწყვეტილბების ახსნა განმატებებს ელოდება.

შეგახსენებთ, რომ ნატო-რუსეთის საბჭოს მუშაობა 2014 წლის გაზაფხულზე რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის გამო შეწყდა. ორწლიანი პაუზის შემდეგ საბჭოს პირველი სხდომა მხოლოდ მიმდინარე წლის აპრილში გაიმართა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics