04:59 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-11 12:29:06, 1478 ნახვა

სამართალი მსოფლიო
ჰოლგერ მიუნხი: ქართველმა კრიმინალებმა 2015 წელს გერმანია ნახევარი მილიარდი ევროთი დააზარალეს

გერმანიაში რუსულენოვანი მაფიის სერიოზული გააქტიურება შეინიშნება, - ამის შესახებ Welt am Sonntag-ი გერმანიის სისხლის სამართლის საქმეებზე მომუშავე ფედერალური უწყების ხელმძღვანელ ჰოლგერ მიუნხზე დაყრდნობით იუწყება.

როგორც მიუნხმა აღნიშნა, კრიმინალების ქმედებების გამო გერმანიას მილიარდობით ევროს ოდენობის ზარალი ადგება.

“რუსულ-ევრაზიული ორგანიზებული დანაშაული გერმანიაში იზრდება უკიდურესად დინამიურად და ფართოვდება დასავლეთით. გერმანიის ციხეებში პატიმართა 8-10 პროცენტი რუსულენოვანია ან რუსეთის მკვიდრია, ეს დაახლოებით ხუთი ათასი ადამიანია”, - განაცხადა მიუნხმა.

უწყების ხელმძღვანელს მაგალითად ქართველი ეჭვმიტანილი მოჰყავს, რომელიც გამოძიების ინფორმაციით, ყოველდღიურად მაღაზიებიდან 500 ევროს ღირებულების ნივთებს იპარავდა. როგორც მიუნხმა განაცხადა, მხოლოდ ქართველმა კრიმინალებმა 2015 წელს გერმანია ნახევარი მილიარდი ევროთი დააზარალეს.

მიუნხის ინფორმაციით, ეჭვმიტანილებს შორის არიან გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელი პირები.

ფედერალური უწყების ხელმძღვანელის თქმით, რუსულენოვანი მაფიის წევრები ძირითადად არიან რუსეთის, თურქემენთის, კავკასიის რეგიონების, მათ შორის საქართველოს, ასევე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების სხვა ქვეყნების მკვიდრნი.

გერმანიის  ხელისუფლების ძველი მონაცემებით, საბჭოთა კავშირის ყოფილი რესპუბლიკების წარმომადგენელთა რაოდენობა დანაშაულებრივ დაჯგუფებებში 40 ათასამდე ადამიანს შეადგენდა. თუმცა ახლა სისხლის სამართლის საქმეებზე მომუშავე ფედერალური უწყება აცხადებს, რომ საუბარია ხუთნიშნა რიცხვზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics