|
2016-07-02 13:49:22, 826 ნახვა
სამხედრო
თინა ხიდაშელმა რომის საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტში შეხვედრა გამართა
იტალიაში ოფიციალური ვიზიტის მეორე დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა რომის საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტში სტუმრობით დაიწყო. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იტალიელ ექსპერტებთან და მკველვარებთან საუბრისას თინათინ ხიდაშელმა ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივებსა და ამ გზაზე არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრმა ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებასა და ქვეყნისთვის ვიზალიბერალიზაციის მიღების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. აღინიშნა რუსეთის ფაქტორები თუ გზავნილები და მათი გავლენა დღევანდელ მსოფლიოზე. „ნებისმიერი ვიზიტის დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვესაუბრებით ადამიანებს, რომლებიც გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოებიდან მონაწილენი არიან. ვესაუბრებით ექსპერტებს, კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც მუშაობენ, ამზადებენ მოსაზრებებს, საკუთარ ხედვებს და აცნობენ გადაწყვეტილების მიმღებებს. გვქონდა ფანტასტური შესაძლებლობა იტალიის ერთ-ერთ წამყვან კვლევით ორგანიზაციაში შევხვედროდით ექსპერტებს. ვისაუბრეთ გამოწვევებზე, რომელიც დღევანდელ სამყაროს აქვს, რუსეთის გზავნილებზე, მოლოდინებზე. ვისაუბრეთ ტერორიზმის საფრთხეებზე, საქართველოს როლზე“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა ექსპერტებთან შეხვედრის შემდეგ. საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტის დირექტორმა ენტონი გრეკომ თავდაცვის მინისტრის ექსპერტებთან შეხვედრა დადებითად შეაფასა. „ვფიქრობ, მინისტრ ხიდაშელთან შეხვედრა ძალიან საინტერესო იყო, რადგან მან იტალიის საზოგადოებას საქართველოს ნატოსა და ევროკავშირთან ურთიერთობების შესახებ უახლესი ინფორმაცია მიაწოდა. მსგავსი სახის შეხვედრებს ვარშავაში დაგეგმილ ნატოს სამიტამდე დიდი მნიშვნელობა აქვს. სამიტზე კვლავ დადასტურდება ნატოს ღია კარის პოლიტიკა, რაც საქართველოს ალიანსში გაწევრინების პერსპექტივაა და ასევე აღიარება, რომ ქვეყანამ დიდი პროგრესი განიცადა რეფორმირების თვალსაზრისით. დღევანდელ შეხვედრაზე ბევრი პრობლემატური საკითხი განვიხილეთ, რომელიც საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ხვდება“, - განაცხადა ენტონი გრეკომ.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)